logo
ENG



ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, "მარში" აქციას მართავს და ამბობს, რომ არჩევნები გაუყალბეს

01 ნოე 202018:35
3 წუთის საკითხავი
 
2od1tvx5bx1uv3o.jpg

ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, პროპუტინური ქართული მარშის წევრები ქართული ოცნების ოფისის წინ აქციის მართავს. როგორც ფორმულას მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა და მარშს ხმები მოჰპარა.

ბრეგაძის განცხადებით, ოცნების წინააღმდეგ პერმანენტული რადიკალური აქციები დაიწყება.

"იქნება საპროტესტო აქცია ქართული ოცნების ოფისთან. ეს არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ მიმართული კონტრ-აქცია. გაკეთდება განცხადება არჩევნების გაყალბებასთან და ჩვენთვის ხმების მოპარვასთან დაკავშირებით. ხელისუფლების წინააღმდეგ აქციის გამოცხადებაზე გაკეთდება განცხადება. რადიკალური აქციებს ვაანონსებთ, ხელისუფლებამ გაგვიყალბა არჩევნები", - განაცხადა ბრეგაძემ.

აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ქართული მარში, სხვა ძალადობრივი ჯგუფების მსავსად, ოპოზიციური პარტიების ან სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ მობილიზდება ხოლმე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% -  3 726 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07% 

ევროპული საქართველო - 3,79%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,18%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,92%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მიემართებიან.


close დახურვა